Saturday, April 16, 2011

Classical Versus Pop in Music Education


შესავალი
მუსიკა სკოლის მოსწავლეთათვის ხელისშემშლელი ფაქტორია,განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუკი ეს ჟანრი არის პოპულარული,რადგან მათთვის ძნელია ერთდროულად ფოკუსირდნენ სწავლაზე და პარალელურად დაკავდნენ სხვა საქმიანობით,განსაზღვრონ იმ განათლების მნიშვნელობა და სარგებლობა რომელსაც იღებენ.ყველაფერ ამას ემატება ისიც რომ გასასრთობი საშუალებები ახლა უფრო მრავლად არის ვიდრე ეს წინათ იყო.ამ პირობებიდან გამომდინარე თინეიჯერებისათვის კლასიკურ მუსიკას პოპ მუსიკასთან მეტოქეობის არანაირი შანსი არა აქვს.ახდენს თუ არა მედია საშუალებები ამ ყველაფერზე ზემოქმედებას?
მე ორი სხვადასხვა კუთხით განვიხილე ის მიზეზები, თუ რატომ არის მუსიკა ასეთი მნიშვნელოვანი ახალგაზრდებში.პირველი არის თანამედროვე კონტექსტი,მეორე კი ისტორიული.ადამიანის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდ გავლენას ახდენს როგორც საზოგადოების აზრი, ისე მედია საშუალებები;

Wednesday, April 13, 2011

ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკაში

ინფორმაციის მოძიების მიზნიტ ,თავდაპირველად მივაკითხე სულხან–საბა ორბელიანის ბიბლიოთეკას და ვიკითხე ინფორმაცია მუსიკის ჟანრების შესახებ,კერძოდ პოპ მუსიკაზე,იქ ბიბლიოთეკარმა მიმითითა მომეძებნა კატალოგში,ჩემთვის საჭირო ინფორმაცია თემის მიხედვით.მაგრავ კატალოგში არ აღმოჩნდა საჭირო წიგნი.შემდეგ გამაზავნეს უახლოეს აკაკი წერეთლის ბიბლიოთეკაში.მისვლისთანავე მომიწია დარეგისტრირება და  საშვის არღება.ბიბლიოთეკარმა კატალოგში წყაროს მოძიებისას გფამიოწია დახმარება და მიპოვა რამდენიომე წიგნი.სამკითხველო დარბაზში ველოდებოდი წიგნებს.დარბაზში სიმშვიდე იყო.ბიბლიოთეკარები არც ძალიან მეგოიბრულები იყვნენ და არც მტრულად განწყობილები.იყო შემთხვევა როცა ბუზღუნით მიდიოდნენ წიგნის საძებნად ტუმცა საბოლოოდ მომიტანეს წიგნები.ნაწილი არ შეიცავდა ჩემთვის საჩირო ინფორმაციას,მაგრამ მცირედი ინფორმაციის მძიება მაინც შევძელი.ბიბლიოთეკა დავტოვე და მოდძიებული ინფორმაციის დახარისხების შემდეგ განვათავსე ბლოგზე.

თემის ჩემეულიმ ხედვა

თანამედროვე ეპოქაში პოპ მუსიკა ერთ–ერთი პოპულარული მიმდინარეობაა,რომელიც 50–იან წლებნში ჩამოყალიბდა.პოპ მუსიკა ეწოდება იმ მუსიკალურბ მიმდინარეობებს რომელიც საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს ან სარგებლბდა.პოპ მუსიკას ბევრი მმდინარეობა აქვს:როკი,სოულ...
ტითოეული მიმდინარეობას დამახასიატებელი სტილი აქვს და ისინი ასევე სხვადასხვა საკრავებსაც იყენებენ .ამ მიმდინარეობებზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა ქვეყნის, კულტურის,ტრადიციის ფენომენმა და მნიშვნელოვანი გამოძახილიც ჰპოვს პოპ მუსიკის სახეობებზე.
პოპ მუსიკამ ზოგ ქვეყანაში ადგილობრივი მუსიკალური მიმდინარეობებიც დაჩრდილა,კერძოდ აფრიკის ზოგ ვეყავაში.
დღეისათვის პოპ მუსიკა საკმაოდ პოპულარულია როგორც ახალგაზდებში ასევე საშუალო ასაკის მსმენელში.პოპ მუსიკა განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრების სტილს და გემოვდებას,რადგან ისინი დიდი ყურადღებას აქცევენ ამ მიმდინარეობების შემსრულებლების ცხოვრების სტილს.ჩემთვის ეს თემა საინტერესოა რადგან მაინტერესებს მისი ჩამოყალიბების  ისტორია, განვითარება ....ასევე თუ რამ გახადა ეს მუსიკა ასეთი პოპულარული.რატომ, იზიდავს ადამიანეს პოპ მუსიკის მიმდინარეობები.ასევე როგორ ახერხებდნენ ჯგუფები სოლისტები წარმატების მიღწევას.....

თამარ ნადარეიშვილი

ჯონ ლენონი

December 13, 2009 at 9:46 pm (როკერები/ჯგუფები)


John Lennon


ჯონ უინსტონ ლენონი დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს,დიდ ბრიტანეთში,ლივერპულში.მშობლების დაშორების შემდეგ,ოთხი წლის ასაკიდან ჯონი იზრდებოდა დეიდასთან,მამამისი მეზღვაური იყო და ფინანსების არქონის გამო,შვილის დაბადებას ვერ დაესწრო.ვინაიდან,ჯონის მამა ვერ ახერხებდა ხოლმე მის ნახვას,თუმცა რეგულარულად უგზავნიდა ფულს,მაგრამ 1943 წელს,იგი გაუჩინარდა.1944 წელს ისევ გამოჩნდა,თუმცა მეუღლემ – ჯულიამ განუცხადა,რომ ის სხვა კაცისგან ელოდა შვილს და ჯონის აღზრდაზეც თვითონ აიღო პასუხისმგებლობა.
1946 წელს ალფრედმა მიაკითხა ჯონის დეიდას და ჯონის ბლექპულში წაყვანა გადაწყვიტა,რათ განახორციელა კიდევაც.მას სურდა,რომ შვილი ახალ ზელანდიაში გაეპარებინა და მარტოს გაეზარდა, მაგრამ ეს ჯულიამ გაიგო და ყოფილი ქმრის ადგილსამყოფელს მიაგნო. ალფრედმა 5 წლის შვილს უცნაური ულტიმატუმი წაუყენა: აირჩიე ვისთან გინდა ცხოვრება, დედასთან თუ მამასთანო. ჯონმა თავიდან მამა აირჩია, მაგრამ,როცა წაყვანა დაუპირეს ჯულიას გამოეტირა და საბოლოოდ დედამისს გაჰყვა. ამის შემდეგ ალფრედმა შვილთან კონტაქტი გაწყვიტა და მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა (როცა ლენონი უკვე პოპულარული იყო და ბითლზს ედგა სათავეში).
პირველად,ჯონს გიტარა დეიდამ უყიდა 1957 წელს,სწორედ დედამ შეიყვანა ჯონი გიტარის კურსებზეც.
1958 წლის 15 ივლის დიდი ტრაგედია დატრიალდა ჯონის ცხოვრებაში,ჯულიას პოლიციის ყოფილი ოფიცრის მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. დედის სიკვდილის შემდეგ ლენონი დაუახლოვდა პოლ მაკარტნის.
საბუძველი,შეექმნა როკ ჯგუფი იყო ელვის პრესლის სცენაზე გამოჩენა.1957 წლის მარტში, ლივერპულში, “ქუორი ბენკი”-ს სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი “ქუორიმენი”. ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი.
1955 წლის 6 ივლისს გაიცნო პოლ მაკარატნი,რომელიც მალევე მიიწვია საკუთარ ჯგუფში,მათი ურთიერთობა კი,ორივესთვის წარმატებული გამოდგა.შემდეგ მაკარტნიმ გააცნო – ჯორჯ ჰარისონი ( ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი – იგი ყველაზე უმცროსი იყო).თუმცა იმისათვის,რომ შეექმნათ ჯგუფი ესაჭირეოვოდათ დრამერი,რომელიც მალე იპოვეს.ამის შემდეგ დაარსეს ჯგუფი “ბითლზები” (თავიდან სხვა სახელწოდებით იყო).
ჯონი აღიარებულია,როგორც ინგლისური როკ-ენ-როლის კერპი.არის სიმღერების ავტორი და მომღერალი,მხატვარი და მსახიობი.აღიარება ჰპოვა ჯგუფ “ბითლზებში”,სწორედ ამ ჯგუფში ყოფნისას შექმნა მან დღემდა საყოველთაოდ აღიარებული სიმღერები.
1968 წელს ლენონი დაქორწინდა სინტია პაუელზე და პირველი ვაჟიშვილი ეყოლა,რომელსაც ლენონის დედის სახელი – ჯულიანა დაარქვეს.თუმცა წყვილი დაშორდა ერთმანეთს,ამის შემდეგ ჯონმა იაპონელ ავანგარდ მხატვარზე იოკოზე იქორწინა,რომელიც 1966 წელს “ინდიკა” გალერეაში გაიცნო,თუმცა ამ ქორწინებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჯგუფ ბითლზებში,რასაც პროტესტიც მოჰყვა,ეს პროტესტი,შეიძლება ითქვას “მდუმარე სახის” იყო.
1969 წელს,ლენონმა ჯგუფი დატოვა,თუმცა მანამდე მათ,ჯონის დახმარებით დაასრულეს ალბომი “Abbey Road”.
. მას შემდეგ,რაც ჯგუფი ბითლზე დაიშალა,ლენონმა სოლო კარიერას მიჰყო ხელი,ჩაწერა სტუდიური სოლო-ალბომი – “Plastic Ono Band”,რომელიც 1971 წელს კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა,მოჰყვა ყველაზე ხმაურიანი სინგლი – “Imagine”.სწორედ ამ სინგლმა მესამე ადგილი მოიპოვა როლინგ სტოუნზის ჟურნალში,ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის. როგორც ცნობილია, ჯონ ლენონის სიმღერა “Imagine” BBC News-ის გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელი რადიომსმენელების ყველაზე საყვარელი მუსიკალური კომპოზიციაა.
1971 წელს იოკო და ლენონი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ,მათ ნიქსონის ადმინისტარია გადასახლებით დაემუქრა,რადგან ჯონი ვიეტნამის ომის წინააღმეგ გამოდიოდა და აპროტესტებდა.როცა ნიქსონმა დატოვა თანამდებობა,ჯონმა სამუდამო საცხოვრებლიც მიიღო შტატებში.
ჯონ ლენონმა შტატებში მხარი დაუჭირა მარიხუანას და სხვა სახის ნარკოტიკების ლეგალიზაციას. მოგვიანებით ისიც კი აღიარა, რომ ხშირად იყენებდა მარიხუანას და სხვა ტიპის ნარკოტიკებს.
შემდგენ ჯონი საქველოქმედო საქმიანობას ეწეოდა და ამ მიზნით დაარსა „მედისონ სქვეარ გარდენი“,ამავე დროს განაგრდძობდა მშიდობის მხარდასაჭერ აქციას.1973 წელს იმიგრაციულ ბრძოლას ლენონის ქორწინება შეეწირა,ჯონი და იოკო განქორწიდნენ.
მთელი მუსიკალური კარიერის მანძილზე,ლენონის სახელი მრავალ სკანდალთან იყო დაკავშირებული,როცა ბითლზებმა გარკვეული დროით დაკარგა პოპულარობა,სწორედ ლენონის “წყალობად” მიიჩნევდნენ,რადგან მან განაცხადა (ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გამონათქვამი ლენონის მიერ) : “ჩვენ დღეს უფრო პოპულარული ვართ, ვიდრე იესო ქრისტე”.
ცხოვრების მანძილზე,მან მოახერხა დაეტოვებინა რამდენიმე ცნობილი გამოთქმა:
 ცხოვრება არის ის, რაც შენს ირგვლივ ხდება, სანამ შენ ცხოვრებას გეგმავ.
 ყველაფერი ნათელი ხდება, როდესაც შეყვარებული ხარ.
 ყველას უყვარხარ, როცა 6 ფუტით მიწის ქვეშ ხარ.
 როგორც ყოველთვის, ყველა იდიოტის უკან დიდებული ქალი დგას.
 ღმერთი არის კონცეფტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ტკივილს ვზომავთ.
 თუ დროის კარგვით სიამოვნებას იღებ, ეს დრო არ არის დაკარგული.
1980 წლის 8 ოქტომბერი საბედისწერო აღმოჩნდა ლენონისთვის,მას ფანმა,მარკ დევიდ ჩეპმანმა ზურგში ესროლა,ადამიანმა,რომელსაც რადმენიმე დღით ადრე ლენონმა ავტოგრაფი მისცა,ჯონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მკვლელი მაშინვე დააპატიმრეს და როცა კითხეს,თუ რატომ მოკლა ლენონი,ორი მიზეზი დაასახელა,პირველი – “ჯონი ისეთი დიდი ადამიანი იყო,რომ საზოგადოება მისი ღირსი არ არის”.მეორე მიზეზით კი,მას ისე ძალიან უვარდა ჯონი,სურდა ისტორიაში ლელონთან ერთად შესულიყო და მასთან ერთად,ისიც გაეხსნებინათ,თუნდაც,როგორც მისი მკვლელი.
მიუხედავ მისდამი გამოთქმული უკმაყოფილებისა,ფაქტია,რომ ლენონს დღემდე არ დაუკარგავს პოპულარობა,პირიქით,ის ალბათ უფრო პოპულარული გახდა სიკვდილის მერე,ამას ის ფაქტიც მოწმობს,რომ მისი სიკვდილის 25 წლის თავი,თავის მშობლიურ ქალაქში,ლივერპულში თარიღი ასობით ბუშტის და ათასობით ბარათის ცაში გაშვებით, სიმბოლურად აღნიშნეს. ლივერპულში ლენონის მუზეუმი მუშაობს, მისი ძეგლი დგას და მისი სახელობის აეროპორტი ფუნქციონირებს. ლენონის ძეგლთან მოკლე ცერემონია გაიმართა. ძეგლი იმავე ქუჩაზე დგას, სადაც ცნობილი Cavern Club-ი მდებარეობს – ამ კლუბში ლენონის ლეგენდარული ჯგუფის, ბიტლზის, პირველი გამოსვლა შედგა. ლივერპულის მერმა, ალან დინმა, განაცხადა – “ძალიან ცოტა ადამიანმა გამოიყენა საკუთარი სახელი და დიდება იმისათვის, რომ უსამართლობას დაპირისპირებოდა და სამყაროში სიყვარული და მშვიდობა გაევრცელებინა ისე, როგორც ეს ლენონმა გააკეთა”. ნიუ-იორკში რამდენიმე ათეული ადამიანი ყვავილებით და სანთლებით ხელში მივიდა ცენტრალური პარკის მონაკვეთთან, რომელიც იმ შენობის წინ მდებარეობს, სადაც ლენონს 1980 წლის 8 დეკემბერს, ფსიქიურად აშლილმა თაყვანისმცემელმა ესროლა.

ლევან ჯგერენაია

ინფორმაცია მოძიებულია:http://jgerenaiarock.wordpress.com/

პოპ მუსიკა

პოპ მუსიკა მუდმივად იცვლება.მუსიკოსერბის ყოველი მომდევნო თაობა ახლებურად რეაგირებს ცვალებად სამყაროზე.ყველაზე წარმატებული მუსიკოსები სხვადასხვა მუსიკის ელემენტების შერწყმით რაღაც ახალსა და ორიგინალურს ქმნიან.მისი პოპულარული სახეებია: ბლუზი,სოული, ჯაზი და ქანთრი.
ტერმინი "როკი"და'პოპი" სხვადასხვა მნიშვნელობისაა.სიტყვა'პოპი" მიღებულია პოპულარული მუსიკის შემოკლებით,მაგრამ ის როგორც წესი მხოლოდ იმ მუსიკას აღნიშნავს რომელიც ან ამჯამადაა მუსიკალურ ჰიტაგლუმებში ან წარსულში იყო.
პიოპი მხოლოდ მოსასმენი ან საცეკვაო უსიკა როდია.ის ახალგაზრდობის ცხოვრების სტილსა და ტენდეციებს განსაზღვრავს დაგამოხატავს.ეს მუსიკალური მიმდინარეობა გასსული საუკუნის 50–იან წლეწბამდე არ არსებობდა.50–იანი წლების ამერიკიში კი გამოჩნდა ახალი მიმდინატრეობა როკ–ენ–როლის სახელწოდებით.სწორედ აქედან უნდა ვეძებოთ შემდეგ აღმოცენებულინ როკ თუ პოპ მუსიკის ყველა სტილის ფესვები.
პოპზე უდიდესი გავლენა მოახდინა აფრო–ამერიკულმა მუსიკამ.ზოგინ ჯგუფი ორკესტრრის საკრავებსაც კი იყენებდა,მაგალითად ვიოლინოებს.ამას გარდა პოპში ევროპის შორეული აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ტრადიციული მუსიკის ელემენტებიცაა ჩართული.
ბრიტანული პოპი–60–იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო ე.წ "ბრიტანული შემოსევა" როცა ბევრამა ბრიტანულმა ჯგუფმა რომელტა შორის პირველი იყო "ბითლზი" დიდ წარმატებას მიაღწია ამერიკაში.მათი მუსიკა როკ–ენ–როლსა და ამერიკული პოპის სხვა მომდინარეობების გავლენას განიცდიდა.
აფრიკული პოპ მუსიკა–ამ უკანასკნელ ათწლეულებიში აფრიკული პოპულარული მუსიკის ახალმა ფორმამ ტრადიციული აფრიკული მუსიკა დაჩრდილა.ახალი ჟანრების უმეტესობა დასავლეთის პოპ მუსიკასა და ტრადიციულ აფრიკულ მუსიკას აერტიანებს ერტად.ამ პოპულარულ ნიგერიული მუსიკის ჟანრს "ჯუჯუ" ეწოდება.
პოპულარული ჟანრია ასევე განიდან და ნიგერიიდან წარმოშობილი ჰაილაიფი.

ინფორმაცია მოძიებულია: "მუსიკა,წიგნი+ინტერნეტი",ბაკურ სულაკაური.