Wednesday, March 30, 2011

ბიბლიოგრაფია

Wednesday, March 23, 2011

პიოპ მუსიკის ისტორია

პოპ მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის (კლასიკური ან სერიოზული მუსიკისა და ხალხური მუსიკისგან განსხვავებით) ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით. პოპულარული მუსიკის ფარგლებში, ტერმინს "პოპ მუსიკა" ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.

მადონა

მადონა, სრული სახელი: მადონა ლუიზა ჩიკონე (დ. 16 აგვისტო, 1958) — ამერიკელი დენს-პოპ მომღერალი და კომპოზიტორი, მოცეკვავე, მუსიკალური- და კინოპროდიუსერი და მსახიობია. ცნობილია ინოვაციური მუსიკალური ვიდეოებითა და საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენებით. ასევე, საკუთარ შემოქმედებაში სკანდალური ხასიათის პოლიტიკური, სექსუალური და რელიგიური თემატიკის გამოყენებით.[1] ჩვეულებრივ, მას „პოპის დედოფალს“ უწოდებენ.
მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა[2] და 75 მილიონი სინგლის წყალობით,[2] "გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა" მადონა "ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად" დაასახელა,[3] ხოლო 2007 წელს, იგივე "გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა"[4] და მუსიკალურმა ჟურნალმა ”ბილბორდმა” მადონა "ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად" აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ ”ფორბსის” მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.[5] მეტიც, მადონას კიდევ ერთ რეკორდს მიაწერენ — "მომღერალი ქალის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე"[6] — მისმა მსოფლიო ტურნემ "Confessions Tour"-მა ორგანიზატორებს 260.1 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.[მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა ბეი სითიში, მიჩიგანი, აშშ. იგი მესამე ბავშვი იყო კრაისლერის ინჟინრის, იტალო-ამერიკელი სილვიო „ტონი“ ჩიკონეს და კვებეკელი მადონა ლუიზა ფორტინის რვაშვილიან ოჯახში (მისი დედმამისშვილებია: მარტინი, ენტონი, ქრისტოფერი, პაულა, მელანი, მარიო და ჯენიფერი).[8]
ის დეტროიტის პერიფერიებში — პონტიაკსა და ეივონ თაუნშიფში (ამჟამად როჩესტერ ჰილზი), კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე — ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.
მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს — ქრისტოფერ ფლინს მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოყავდა. პარალელურად, იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი და მხარდამჭერი რაზმის წევრი იყო.
პირველივე კურსიდან მადონამ მიჩიგანის უნივერსიტეტი მიატოვა და 1978 წელს ნიუ იორკში მოცეკვავის კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა. მოგვიანებით, მადონამ ამ ფაქტს ასეთი კომენტარი გაუკეთა:
როცა ნიუ-იორკში აღმოვჩნდი, პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით, პირველად გავაჩერე ტაქსი, ყველაფერი პირველად ხდებოდა. და აქ ჩამოსულს, ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა. ეს ჩემი ყველაზე გაბედული საქციელი იყო.[9]
პატრიკ ჰერნანდესის ბეკ-ვოკალისტის ამპლუაში, რომელსაც ჰიტი — „Born to be Alive“ ეკუთვნოდა.
მას ცოტა ფული ქონდა და ამიტომაც, გარკვეული დროის მანძილზე სიღატაკეში ცხოვრობდა; მუშაობდა დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, მათ შორის დანკინს დონათშიც. ასევე პოზირებდა შიშველი, სწავლობდა მართა გრეჰემთან და პერლ ლანგთან. მოგვიანებით კი მოდერნ ბალეტის მოცეკვავეების რამდენიმე დასთან ერთად გამოდიოდა. მათ შორის იყვნენ ელვინ ეილი და უოლტერ ნიკს დენსერსი.
ფრანგი დისკო არტისტის, პატრიკ ჰერნანდესის 1979 წლის მსოფლიო ტურნეში მოცეკვავეს სტატუსით მონაწილეობისას,[10] მადონამ გაიცნო მუსიკოსი დენ გილროი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით თავისი პირველი როკ ჯგუფი „ბრეკფასტ კლაბი“ ჩამოაყალიბა. ამ ჯგუფში მადონა მღეროდა და გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. მოგვიანებით კი თავის ყოფილ ბოიფრენდთან, დრამერ სთივენ ბრეისთან ერთად, 1980 წელს ჯგუფი „ემმი“ დააარსა. ბრეისთან ერთად, ის საცეკვაო მუსიკას ქმნიდა, რომლითაც ნიუ იორკის დისკოთეკები დაინტერესდნენ. დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი მარკ კამინსი მოხიბლული დარჩა მისი დემო ჩანაწერებით და მადონა ხმისჩამწერი კომპიანია „საია რეკორდს“-ის დამფუძნებელს, სეიმურ სტაინს წარუდგინა.

ინფორმაცია მოძიებულია :google.com